კანადელ კაცს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ არ აცრილა, თავისი 12 წლის შვილის ნახვის უფლება დროებით ჩამოერთვა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მას შვილის ნახვის უფლება მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც დღესასწაულებზე ბავშვთან გასატარებელი დროის გაზრდა მოითხოვა. ბავშვის დედამ, რომელიც მამის მოთხოვნის წინააღმდეგი იყო, სასამართლოს განუცხადა, რომ თავად მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაიგო ყოფილი ქმრის აუცრელობის შესახებ.
ერთ-ერთი კანადელი იურისტის თქმით, ქვეყანაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მშობელს ბავშვთან ურთიერთობა იმუნიზაციასთან დაკავშირებული საკითხის გამო შეეზღუდა. გადაწყვეტილების მიხედვით, მამა ბავშვის ნახვას თებერვლამდე ვერ შეძლებს, თუკი ამ პერიოდში იგი არ აიცრება.
"ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი მამასთან კონტაქტი" სასურველი არ იყო, რადგან კვებეკის პროვინციაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა. - აცხადებს სასამართლო.
იხილეთ ასევე: