ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს - აუდიტი

გამოქვეყნდა:

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, მანქანებში ავზზე მეტის მოცულობის საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს. ასეთი 44 ავტომობილი გამოვლინდა. 

ამ მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 145.1 ათასი ლარი დახარჯა.

"გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა.

ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145.1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე", - წერია აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. აუდიტმა გამოკვეთა, რომ "აგაი" სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 11 ავტომანქანაზე, მოხსნილი იყო 6-ზე, აქედან 4 "ჩიპის" ადგილმდებარეობა პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ დადგინდა, შესაბამისად ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანაზეც.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი