
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტს დანიაც უერთდება. დანიელი მინისტრები ოლიმპიადას ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო არ დაესწრებიან.
ზამთრის ოლიმპიადა პეკინში 4-20 თებერვალს გაიმართება. მას ბოიკოტი უკვე გამოუცხადეს აშშ-მა, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ და ნიდერლანდებმა.
ასევე, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრების უფლება მხოლოდ ჩინეთში მცხოვრებ მოსახლეობას ექნება და მას უცხო ქვეყნებიდან ჩასული გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
ცნობილი ხდება ისიც, რომ დედაქალაქში ჩასულ ოლიმპიადის აუცრელ მონაწილეებს 21-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიადის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეს, ასევე სისტემაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, კორონავირუსზე ტესტი ყოველდღიურად ჩაუტარდება.
იხილეთ ასევე: