უკრაინა ფიქრობს, რომ კიბერთავდასხმის უკან ბელარუსის დაზვერვასთან დაკავშირებული ჯგუფი დგას

გამოქვეყნდა:

უკრაინა მიიჩნევს, რომ ამ კვირაში მათი მთავრობის ვებსაიტებზე კიბერშეტევა განახორციელა ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც ბელარუსის დაზვერვასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მისი თქმით, ჰაკერებმა გამოიყენეს პროგრამა malware, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურები იყენებენ.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, Reuters-ს უთხრა, რომ უკრაინა თავდასხმაში ადანაშაულებს ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც UNC1151. ჰაკერული შეტევის შემდეგ საიტებზე გაჩნდა გაფრთხილება  - "გეშინოდეთ და მოელოდეთ უარსს". 

ეს იმ ფონზე ხდება, როცა რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგებას აძლიერებს და "სამხედრო წვრთნებს" ატარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი