თეა წულუკიანის რეპრესიები | მინისტრის ახალი სამიზნე ლიტერატურული მუზეუმია

გამოქვეყნდა:

რეპრესიები გრძელდება, კულტურის მინისტრს ახალი სამიზნე ჰყავს. ​თეა წულუკიანი, ხელოვნების მუზეუმის შემდეგ ახლა,  გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმის ხელმძღვანელის გათავისუფლებას გეგმავს. 

მინისტრისთვის, როგორც ჩანს, მიუღებელია ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით, ლაშა ბაქრაძის კრიტიკული განცხადებები. ​გათავისუფლების საბაბად კი, წულუკიანი, ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ, ელენე ბაქრაძის წიგნს გამოიყენებს, სადაც ანა კალანდაძის ლექსი ავტორის გარეშეა მითითებული.

ელენე ბაქრაძის წიგნში დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით, ლაშა ბაქრაძე ჯერ კიდევ 2 იანვარს წერდა და საზოგადოებას ბოდიშს უხდიდა. 

წულუკიანის უწყების ტექსტი და ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.  მათთვის ამ განცხადების პათოსიდან აშკარაა, რომ წულუკიანი მხოლოდ ერთ ადამიანს ებრძვის და ეს ლაშა ბაქრაძეა.

თეა წულუკიანის ხისტ, საკადრო პოლიტიკას მოქალაქეები პარასკევს, კულტურის სამინისტროსთანაც გააპროტესტებენ.  მათთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მინისტრმა, რომელიც პოლიტიკურ გემოვნებას უქვემდებარებს საკადრო ცვლილებებს, თანამდებობა დატოვოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი