პოროშენკო არ დააპატიმრეს - სასამართლოს გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, წინასწარ პატიმრობაზე.

ბრალდება გირაოს სახით ერთ მილიარდ გრივნასაც ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს და უნდა ჩააბაროს თავისი პასპორტი.

სხდომის პარალელურად, ხმაური იყო სასამართლოსთან, სადაც პოროშენკო მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი