უკრაინული მხარე თვლის, რომ სააკაშვილი არ არის ოფიცალური პირი, ის ქართველია და მუდამ იქნება ქართველი, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ განაცხადა. ამბობს, რომ მინისტრთან ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში საუბარი მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო.
მაღალი რანგის შეხვერა იყო მინისტრთან, რამდენიმე საკითი განვიხილეთ. როგორც მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, განვიხილეთ პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხიც. უკრაინული მხარე თვლის, რომ სააკაშვილი არ არის ოფიცალური პირი, ის ქართველია და მუდამ იქნება ქართელი. საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ წარსული პოლიტიკური, არამედ ახლაც, საქართველო სულ მის გულშია. ერთმანეთთან სასაუბროდ სპეციალური ნოტები არ გვჭირდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, - აცხადებს იგორ დალგოვი.
იგორ დოლგოვი დღეს საგარეო უწყებამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული
განცხადებების გამო დაიბარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყურებს საქართველოს განადგურებას და ემზადება გამარჯვებისთვის.
როგორც დავით ზალკალიანი აღნიშნავს, სააკაშვილის განცხადება, საქართველოს შიდა პოლიტიკაში, უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევაა.