ომი სულ უფრო რეალური ხდება. მოსკოვი კიევს ისკანდერის ტიპის რაკეტებს უმიზნებს და უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ დაჯგუფებას აძლიერებს. კრემლი ამ მიზნით უკვე ღიად იყენებს მთავარ და ერთადერთ მოკავშირეს - ბელორუსს, რომლის ლიდერმა დღეს ღიად გააფრთხილა კიევი მოსალოდნელი ომის შესახებ.
სამხედრო დაძაბულობის ზრდის პარალელურად, რუსეთის დუმამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებაზე მუშაობას იწყებს. ამ მილიტარისტული დაპირისპირების ფონზე სრულიად უშედეგო აღმოჩნდა დღეს უკრაინის თემაზე ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა.
ორი მთავარი დიპლომატი ჟენევაში ისე დაშორდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ პროტოკოლური და ზოგადი განცხადებები გააკეთეს.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი
იხილეთ ასევე: