ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა შედგა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთში ამერიკისგან ელოდებიან დოკუმენტებს, რომლის შემდეგაც საპასუხო განცხადებები გაკეთდება.
ლავრომმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ულიმატუმი, რომ აღმოსავლელით აღარ უნდა მოხდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განვითარება და ალიანსში არ უნდა იქნეს შეყვანილი უკრაინა და საქართველო.
ჩვენ ვთხოვეთ ენტონი ბლინკენს, აეხსნა ჩვენთვის, როგორ ესმის ის ნაწილი საერთშორისო ვალდებულებებისა, რომელიც მიღებულ იქნა ეუთოში და დადასტურებული იქნა რამდენჯერმე, რომ არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების დასუსტების ხარჯზე. ასე რომ შეხვდერა იყო შუალედური.
მან მითხრა, რომ კმაყოფილია აზრთა გაცვლა-გამოცვლით და ეს მათ საშუალებას მისცემთ, რომ მომდევნო კვირაში წარმოგვიდგინონ წერილობით რეაქცია. რუსეთს თავისი ოფიციალური წარმომადგენლების პირით არასდროს განუცხადებია, რომ ჩვენ ვემუქრებით უკრაინელ ხალხს. ზელენსკიმ კი, რომელსაც ამერიკელები ასე გამალებით იცავენ და ახალისებენ ყველანაირ გამოხტომაზე, ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში თუ ვინმე გრძნობს თავს რუსად, შეუძლია რუსეთში წავიდეს.
ამიტომ, ვინ ვის ემუქრება და რა შეიძლება ამ მუქარებმა მოიტანოს, ეს კიდევ განსახილველია. ეჭვი გვაქვს, რომ დასავლეთის მთელი ეს ისტერია მიმართულია იმისკენ, რომ კიევის რეჟიმს ზურგი გაუმაგრონ, როდესაც მინსკის შეთანხმებების საბოტაჟს მოახდენს და შესაძლოა დონბასის წინააღმდეგ აგრესიისკენაც წაახალისონ.
რაც შეეხება, ჩვენს პრინციპულ პოზიციას, ნატოს არ გაფართოებასთან დაკავშირებით ბევრი გვეკითხება თუ რატომ.? იმიტომ რომ, ეს გაერთიანება როგორც იყო შექმნილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ახლა მოქმედებს რუსეთის წინაღმდეგ, მით უმეტეს ეს წერია დოქტრინალურ
დოკუმენტებში.დაე, მაგალითი, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, თუნდაც პოლონეთი, მიილტვოდა ნატოსკენ, ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ეს იქნებოდა შეცდომა და არ შეუწყობდა ხელს ნატოს გაძლიერებას, ისინი კი გვეუბნებოდნენ, რომ პირიქით ნატოში გაწევრიანების შემდეგ სიტუაცია დამშვიდდებოდა და ფობიები გაქრებოდა.
გამოვიდა პირიქით, "რუსოფობიული" უმცირესობა გაძლიერდა. მე არ შემიძლია იმის კომენტირება, რასაც ნატოელი მეზობლები აკეთებენ უკრაინის მიმართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რასაც აკეთებს უკრაინის რეჟიმი, ეს არის სპეკულირება რეჟიმით, ამას ხელს აფარებენ მისი დასავლელი სპონსორები. როდესაც ეს რუსოფობიული ისტერია დასუსტდება, ყველა ნახავს რამდენად უსუსურია ეს რეჟიმი, - თქვა სერგეი ლავროვმა.
იხილეთ ასევე: