მასშტაბური პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ | აქციის პარალელურად, მინისტრი რეპრესიებს ისევ განაგრძობს

გამოქვეყნდა:

პროტესტი თეა წულუკიანის წინააღმდეგ სულ უფრო მასშტაბური ხდება. კულტურის სამინისტროსთან დღეს ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მათი მთვარი მოთხოვნა რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შეწყვეტა და ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმის გასაჯაროვებაა.

აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში მუზეუმიდან გათვისუფლებულ თანამშრომლეს სოლიდარობას უცხადებენ და სამართლებრივ დახმარებას ჰპირდებიან. მაგრამ ამ პროტესტის მიუხედავად რეპრესიები სამინისტროში ისევ გრძელდება - სწორედ აქციის ფონზე ცნობილი გახდა, რომ მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს - ორივე მათგანი მინისტრის წინააღმდეგ პეტიციაზე ხელმომწერია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი