გერმანული მედიის ინფორმაციით, ვიცეადმირალი კაი-აჰიმ შუნბახი, განცხადებების, "პუტინი პატივისცემას იმსახურებს" და "უკრაინა ყირიმს ვერასდროს დაიბრუნებს" შემდეგ, თანამდებობას ტოვებს.
ვიცეადმირალის ამ განცხადებებს მალევე გაემიჯნა ოფიციალური ბერლინი და თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ეს კომენტარები გერმანიის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა საკუთარი მოსაზრება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ "ეს ჭკვიანური არ არის". ოფიციალური ბერლინი ამ განცხადებასაც გაემიჯნა.