ამხანაგი წულუკიანი - როგორ დააბრუნა "კაფანდარა ქალმა" ქართული კულტურა ბოლშევიზმის ეპოქაში

გამოქვეყნდა:

ბოლო რამდენიმე დღეა "ამხანაგმა" თეა წულუკიანმა რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. ბოლშევიკური მეთოდებით, არასანდო კადრებისგან და პოლიტიკური მიუღებლობის მოტივით წმენდენ კულტურის სფეროსაც, და სპორსტაც.

სახლში უშვებენ ათობით დამსახურებულ მეცნიერს, რომელთაც ხშირად ქართული კულტურის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად ნახევარ საუკუნოვანი ღვაწლი აქვთ გაწეული და მათი შემცვლელი დღეს ძნელად თუ მოიძებნება.

ახლა კულტურის მინისტრი 37 წლის რეპრესიების სულისკვეთებას იმეორებს და ღვაწლმოსილ მეცნიერებს დაჭერით ემუქრება. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორებს კი ცინიკურად გამოცდებს უტარებს ზოგად უნარებში.

მას შემდეგ კი რაც გამოცდებს ჩააბარებენ, ამ ხალხს სამსახურიდან ათავისუფლებს. რეპრესიული მანქანის სამიზნეა ალბათ ყველა ის ხელოვანი და მეცნიერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სამადლობელს ხმამაღლა არ გაიმეორებს, ან პირადად წულუკიანს დითირამბებით არ მიულოცავს დაბადების დღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი