აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა. ამის შესახებ უკრიანის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს. მისი განცხადებით, აშშ-მ კიევში 80 ტონაზე მეტი შეიარაღება გაგზავნა.

"მეორე ჩიტი კიევში! 80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი მეგობრებისგან აშშ-დან. და ეს არ არის დასასრული", - წერს ის. 

ცნობისთვის, უკრაინაში სამხედრო დახმარების გაზგავნა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ქვეყნის საზღვრებთან ჯარები გადაიყვანა და "სამხედრო წვრთნები" დაიწყო. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ამერიკაც, ხედავს რისკებს, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი