
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - პირველი სასამართლო პროცესი, კალიფორნიის შტატში გაიმართება.
ინფორმაციას ის იურიდიული კომპანია ავრცელებს, რომელიც ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს იცავს.
საქმე ეხება სერიალ "ლაზიერის გამბიტს", სადაც ნონა გაფრინდაშვილზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. საქმეს, კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე , ვირჯინია ა. ფილიპსი განიხილავს. მოსმენა აშშ- ის დროით14:00 ზე, ხოლო საქართველოს დროით 25 იანვარს 02:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნაა, სერიალიდან მისი კარიერული მიღწევების დამაკნინებელი განცხადება ამოიღონ და კომპანიას ზარალის ანაზღაურება დაევალოს.
იხილეთ ასევე: