ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - მედია კომპანიის შუამდგომლობა სამართლებრივი დავის შეწყვეტის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ უარყო. 24 იანვარს საქმეზე სასამართლოს პირველადი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

საქმე სერიალ "ლაზიერის გამბიტს" ეხება, სადაც ნონა გაფრინდაშვილზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

"უნდა ვაჩვენოთ სასამართლოს, რომ სახეზეა ის, რომ ეს გააკეთა "ნეტფლიქსმა" განგებ, მას ჰქონდა ამის ცოდნა, ერთი, ან მან მოახდინა სინამდვილის უხეში უგულვებელყოფა. სასამართლოში ვინც მიდის, ყველას აქვს მოლოდინი, რომ მოიგებს, თუ ახლა სულელი არ ხარ და საქართველოდან მაინც და მაინც კალიფორნიის სასამართლოში არ გაიქცევი, და მოგეხსენებათ ეს არ არის პატარა დავა ადამიანური რესურსების გათვალისწინებითაც სხვა რომ არაფერი ვთქვათ", - თქვა, ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელმა, მაია მწარიაშვილმა.

ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნაა, სერიალიდან მისი კარიერული მიღწევების დამაკნინებელი განცხადება ამოიღონ და კომპანიას ზარალის ანაზღაურება დაევალოს. 

"ფაქტობრივი და სავარაუდო ზიანისთვის, ეს არის მინიმუმ 5 მილიონი აშშ დოლარი" - თქვა მან.

მაია მწარიაშვილის თქმით, სერიალის სცენარის ავტორის და პროდუსერის დაკითხვის შემდეგ, მათ მნიშვნელოვანი აღიარებები გააკეთეს, რითაც ნონა გაფრინდაშვილი უპირატესობაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი