უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია. ხელისუფლება სტრატეგიაზე იმსჯელებს, როგორი ნდა იყოს სამოქმედო გეგმა რუსული აგრესიის შემთხვევაში.
გარდა ამისა, ხვალ შეკრებას გეგმავს უკრაინის რადა, რომელიც ერთობლივ მიმართვა გააკეთებს მოსკოვისადმი.
უკრაინაში ამბობენ, რომ ემზადებიან ომისთვის არა მხოლოდ სამხედროები და პოლიტიკური თანამდებობის პირები, არამედ მოქალაქეებიც. ისინი დასავლეთს და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს მოუწოდებენ გადადგან მკაცრი ნაბიჯები და ახლავე დაუწესონ მოსკოვს მძიმე სანქციები ვინაიდან კრემლი საკუთარ გეგმაზე სავარაუდოდ არ აპირებს უარის თქმას, მითუმეტეს, რომ ვორონეჟში მათ სამხედრო წვრთნები დაიწყეს.