რუსეთმა ჩვენი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, მტერს მხოლოდ თანადგომით დავამარცხებთ - ლევჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ვითარება დაძაბულია, ქვეყნის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია სულ უფრო მასშტაბური ხდება. პარალელურად, უკრაინა შეიარაღებული ძალების მობილიზებას განაგრძობს. დასავლეთი კიევს სამხედრო შეიარაღებას აწვდის. ოფიციალური კიევი კი რუსული სამხედრო აგრესიის მოგერიებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"ვითარება დაძაბული, ჩვენ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს. მოქალაქეები სწავლებას გადიან და სცენარის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში მტრის შესახვედრად ემზადებიან. დღევანდელმა რუსეთის იმპერიამ, როგორც ჩვენი ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ეს მიუღებელია, მტერს მხოლოდ თანადგომით დავამარცხებთ.

უკრაინის არმია დღეს უფრო მომზადებულია, ვიდრე 2014 წელს. ადამიანებს კარგად ესმით, რომ კრემლი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ისინი მორალურად და ფსიქოლოგიურად ემზადებიან, ბოლომდე ვიბრძოლებთ",- თქვა რეზერვისტების ასეულის მეთაურმა სერგეი ლევჩუკიმ.

უკრაინის საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი