რუსეთმა ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეიყვანა. 

ნავალნისთან ერთად სიაში არიან მისი თანამებრძოლები – ლუბოვ სობოლი, გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ვიაჩესლავ გიმადი.

ორი კვირის წინ, ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა სიაში შეიყვანა ნავალნის სხვა თანამოაზრეები, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვიც.

შეგახსენებთ, გასული წლის ზაფხულში, მოსკოვის სამოქალაქო სასამართლომ ნავალნისთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა, რის გამოც, ოპოზიციონერის თანამოაზრეებს ქვეყნის დატოვება მოუწიათ და ისინი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.

ნავალნი 2021 წლის იანვრიდან საპატიმროშია და ე.წ. ივ როშეს საქმესთან დაკავშირებით იხდის სასჯელს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი