მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ინსპექტორის სამსახურში წერილობით მტკიცებულებებს გაეცნობიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაცნობად ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდნენ. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები გამოკითხვის ოქმებსაც შეისწავლიან.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, იმედი აქვთ, რომ საქმის მასალებში მოხვდება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან იძულებით გაყვნის მცდელობასთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებებიც.

"წინა ვიზიტზე ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით ვიდეომასალას, დღეს გავეცნობით უკვე სხვა სახის მასალებს, კერძოდ, წერილობით მტკიცებულებებს, რაც საქმის მასალებში არსებობს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ჯერჯერობით გამოძიებისთვის წარდგენილი არ აქვთ ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს გორის ჰოსპიტალში კიდევ ერთ ეპიზოდს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, იმედია ეს ვიდეომასალაც მალე მოხვდება საქმის მასალებში და გვექნება მტკიცებულება მათ შორის გორში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანის კადრების სრულად გასაჯაროებას ითხოვს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი