"მე, დედას არ მომცეს სასამართლოზე დასწრების უფლება" - ბესიკ თამლიანის პროცესი საქალაქოში

გამოქვეყნდა:

სასამართლოში ბესიკ თამლიანის საქმის განხილვა განახლდა. დღეს მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ბრალდებისა და დაცვის მხარე შუამდგომლობებს წარადგენს.

პროცესზე არ შეუშვეს დაკავებულის დედა:

"მე, დედას არ მომცეს სასამართლოზე დასწრების უფლება, ძალიან ვარ განერვიულებული, არაფრის იმედი და მოლოდინი არ მაქვს, როცა მიშა სააკაშვილს, ჩვენს პრეზიდენტს ასე ცუდად ექცევიან ჩემი შვილი ვინაა მაგათთვის ხო?" - ამბობს რუსუდან თამლიანი.

სამოქალაქო აქტივისტი  29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს

ბესიკ თამლიანი პროტესტის ნიშნად მანდატურებისთვის განკუთვნილ ჯიხურზე ავიდა, საპასუხოდ პოლიციამ მისი ჯიხურიდან ჩამოგდება სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი