შეშინებული ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ხსენებას ვერ ბედავს. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში აგრესორის დასახელებას მმართველი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ოპოზიციის მცდელობას, დოკუმენტში რუსეთის ოკუპანტ ქვეყნად მოხსენიების შესახებ, პოპულიზმსა და პიარკამპანიას უწოდებს.
საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის სახელწოდება, დღეს, საკრებულოს მიერ მომზადებული დოკუმენტიდანაც გაქრა.
სამხედრო ინტერვენციის ზღვარზე მყოფ უკრაინას, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა სწორედ რუსული აგრესიისგან იცავს, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ უკიდურესად ნეიტრალური რეზოლუციის მიღებას სთავაზობს, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა საპროტესტო აქციებით მოითხოვა.
იხილეთ ასევე: