ვინ ეკითხება გორის ჰოსპიტალს ვინმეს სჭირდება, თუ არ სჭირდება? - ნიკა გვარამია კადრების წაშლაზე

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტლის განცხადებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატის ვიდეოკადრების შენახვის ვალდებულება აღარ არსებობდა, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია ეხმაურება

"რას ნიშნავს, არავის აღარ სჭირდებოდა? ვინ ეკითხება გორის ჰოსპიტალს ეს ვინმეს სჭირდება თუ არ სჭირდება? განხორციელდა, ყოველ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობდა ჯერ კიდევ, გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა ვიდრე სააკაშვილი იქიდან წამოვიდოდა, რომ გორში წყდებოდა ეს და გორის ჰოსპიტალმა გადაწყვიტა ეს? სამედიცინო დაწესებულებამ, რომ თითი დაეჭირა და წაეშალა? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?" განაცხადა ნიკა გვარამიამ.

განცხადება სამედიცინო დაწესებულებამ დღეს გაავრცელა. საუბარია ე.წ. საათის მოხსნის ეპიზოდზე, როდესაც საბადრაგო სამსახური მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხა და ერთდროულად ექვსმა ძალოვანმა მისთვის საათის მოხსნა სცადა. 

აღმოჩნდა, რომ კადრები ჰოსპიტალმა წაშალა. წაშლა კი დირექტორის მრჩევლის, დავით ღონიაშვილის სახელს უკავშირდება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი