საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან - კატერინა ზელენკო

გამოქვეყნდა:

საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან, - ეს განცახდება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საინფორმაციო სააგენტო 112-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

კატერინა ზელენკო უკრაინის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკშვილის განცხადების გამო და ეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეში ჩარევად მიიჩნია.

იგორ დოლგოვსა და სამინისტროს წამომადგენლებს შორის საუბრის მთვარი თემა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, რადგან საქართველო და უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ევროატალანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან, - ამბობს უკრაინის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანის უწყებამ უკრაინის ელჩი სამინისტროში გუშინ დაიბარა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები იყო  - ექვსწუთიან მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს, რამაც საქართველო გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი