ჩხრეკის დასრულების დროდ მითითებულია 04:50 წთ, ვიდეოში ჩანს 05:42 წთ - რაფავას საქმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ლექსო რაფავას დაკავების საქმის ახალი ვიდეომტკიცებულებები უკვე საჯაროა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ს ლიდერმა ხატია დეკანოიძემ და დაკავებულის ადვოკატმა განაცხადეს, მოპოვებული კადრებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ყოფილ პოლიციელს იარაღი ჩაუდეს.

მათი ინფორმაციით, კადრებში ჩანს, როგორ ყალბდება ჩხრეკის ოქმი  - ვრცლად 

ოფიციალური დოკუმენტით, ჩხრეკის დასრულების დროდ მითითებულია 04 საათი და 50 წუთი. დაცვის მხარის გამოძიებით, სენაკის პოლიციიდან ვიდეომტკიცებულებები ამოიღეს, სადაც ჩანს, რომ 05 საათსა და 42 წუთზე იწყება ჩხრეკის ოქმის შედგენა, რომელსაც ხელს აწერს სენაკის პოლიციის უფროსი. ოქმს ადგენენ პოლიციის შენობაში, რაც მძიმე კანონდარღვევაა, რადგან ოქმი წესით უნდა შედგეს ჩხრეკის ადგილას.

ამის მიუხედავად, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ეს მტკიცებულებები საქმეს არ დაურთო. 

რაფავას ადვოკატის ინფორმაციით, საქმის გაყალბებაში უშუალოდ მონაწილეობს გამომძიებელი დავით ხამაშურიძე და პოლიციის თანამშრომლები, კახა თუთბერიძე, დავით შანიძე, ლაშა ფიცხელაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი