
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ უკვე 36 დღეა მესამე პრეზიდენტთან არ უშვებენ ექიმებს, არ უტარდება სათანადო მკურნალობა და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დანიშნულია, მასთან არ უშვებენ ემპათიას ექსპერტებს, ასევე შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარის უფლება. მშვენიერაძის თქმით, ამ ყველაფრის არშემჩნევა, უხერხულია:
36 დღეა მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ მის პირად ექიმს, რომელსაც კანონის თანახმად სრული უფლება აქვს მოინახულოს ის და შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ უტარება საჭირო სამედიცინო გამოკვლევები, რომლის აუცილებლობაც დადასტურებულია როგორც მათვივე შექმნილი კონსილიუმის, ისე სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისა და ცენტრ ემპათიის მიერ. ეს გამოკვლევები უნდა გახდეს წინაპირობა მკურნალობის ადეკვატურად გაგრძელების;
მიხეილ სააკაშვილის არ უტარდება სათანადო მკურნალობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება იქ, სადაც დღეს იმყოფება არარეალისტურად მიაჩნია სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს. ამ მოსაზრებას იზიარებს სხვა ექსპერტებიც. უფრო მეტიც, მათი აზრით მოსალოდნელია მდგომარეობის შემდგომი დამძიმება, ხოლო სახელმწიფო ამ ყველაფერზე დღემდე არ რეაგირებს.
უკვე 1 თვეა, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა, მასთან არ უშვებენ ემპათიის სამედიცინო ექსპერტებს. კანონი გამონაკლისსაც კი არ ითვალისწინებს, ექსპერტების არშესაშვებად;
მიხეილ სააკაშვილს, როგორც ბრალდებულს, პროკურატურის მოთხოვნით, რბილად რომ ვთქვა საკამათო ნორმების საფუძველზე, შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, მაშინ როცა, როგორც ბრალდებულს, აღმკვეთი ღონისძიება შეფარდებული არ აქვს;
მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატებს დღემდე არ გვეძლევა პირისპირ შეხვედრის საშუალება და ეჭქვეშაა ჩვენი შეხვედრების კონფიდენციალურობა. ყოფილა მაგალითები, როცა მასსა და ადვოკატს შორის კომუნიკაცია მომდევნო დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპრეტირებული სახით საზოგადოებისთვის მოუყოლია;
და ამ ყველაფრის არშემჩნევა, ძალიან უხერხულია." წერს გიორგი მშვენიერაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს სასამართლო დარბაზიდან გააკეთა განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ექიმებთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არც მისი ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა გამოეტანა განჩინება და დაევალებინა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ექიმების არშეშვების ფაქტის მოკვლევა.
იხილეთ ასევე: