
"რამდენიმე წლის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოში დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა" - ეს განცხადება პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა შეაგროვეს სადაზვერვო ინფორმაციის მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსეთის მცდელობების შესახებ, გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაზე თავდასასხმელად.
ფსაკის თქმით, ყალბ ინფორმაციას რუსეთი სახელმწიფო ტელევიზიების საშუალებით სირიასა და უკრაინაზეც ავრცელებდა და ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია, არ მისცეს რუსეთს სიცრუის გავრცელებით უკრაინაში შეჭრის გამართლების საშუალება.
იხილეთ ასევე: