"ეს იყო ფარსი და სპექტაკლი" | დავით კირკიტაძე მოსამართლის მიერ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე 5 000-ლარიან გირაოს გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლო პროცესს ფარსს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ჩვეული მეთოდებით ცდილობს მის პოლიტიკურად განეიტრალებას.

"ეს იყო ფარსი და სპექტაკლი, ამიტომაც მე დავტოვე სასამართლო დარბაზი და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იქ რას ჩაწერდნენ. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და არ ვაპირებთ, ვიაროთ "ქართული ოცნების" დღის წესრიგით", - ამბობს დავით კირკიტაძე. 

ცნობისთვის, დავით კირკიტაძის საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 მარტს 12 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ოქტომბერში მომხდარი ჩხუბი, მმართველ პარტიას მხოლოდ ახლა, მას შემდეგ გაახსენდა, რაც რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციის ხელში აღმოჩნდა, აპრილში კი რუსთველებმა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.

გუშინ სასამართლომ დავით კირკიტაძეს, აღკვეთ ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი