ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამ, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას შეუშალოს ხელი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი" ლევან ბეჟაშვილი არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას დაჩქარებული წესით, მიხეილ სააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნის ხელის შეშლისთვის უჩერებს.

​კომისიის შექმნას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

"უმრავლესობა ცდილობს ოპოზიციონერი პარლამენტარებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, რამაც ბუნებრივია შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე. ​მაგალითად, თუ ჯაფარიძეს შეუწყვიტავენ, 50 საჭირო ხმა აღარ იქნება. ​სწორედ ამ მოტივით ხდება ფორსირება, იმიტომ რომ თვეების განმავლობაში უკვე ამ ადამიანების მიმართ განცხადებებიც არსებობდა, უარიც უთხრეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ახლა განმეორებითად ხდება ამ საკითხის ხელახლა წამოწევა და გადაწყვეტილების მიღება. 

მაღალი ალბათობით ეჭვი არსებობს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს უკავშირდებოდეს" - ამბობს ლევან ბეჟაშვილი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი