ანზორ ჩუბინიძე დაიბარეს პროკურატურაში და უთხრეს, ჭკუაზე მოდი - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

"ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით, ცალსახად დადასტურდებოდა, რომ მიხელ საკააშვილს და თემო ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენია" - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ჩუბინიძის უარს ჩვენების მიცემაზე. 

მისივე თქმით, ჩუბინიძემ ვერ გაბედა ჩვენების მიცემა, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ თუ დაცვის მხარის შეკითხვებს უპასუხებდა, დადასტურდებოდა, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ეს იყო ადამიანი, რომელიც მოწადინებული იყო, რომ სასამართლოზე მოსულიყო და დაედასტურებინა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ხარჯების გაწევა, სდსს-სთვის არის სავალდებულო. 

შესაბამისად, ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით, ცალსახად დადასტურდებოდა, რომ მიხელ საკააშვილს და თემო ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენია და რა მოხდა დღეს, ანზორ ჩუბინიძე დაიბარეს პროკურატურაში და უთხრეს შენ ჭკუაზე მოდი, შენ თუ ამ ჩვენებას მისცემ, ეს საქმე ჩამოგვეშლება და მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი, რომ თითქოს და შენი ქმედებები არის დანაშაული და ამიტომ არ მისცე ჩვენება" -  განაცხადა ბასილაიამ სასამართლოს დასრულების შემდეგ

შეგახსენებთ,რომ ჩუბინიძე დღეს პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობით, დასაკითხად იყო დაბარებული, თუმცა სდსს-ს უფროსმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ პროკურატურა მისი პერიოდის ხარჯებსაც სწავლობს. გამოძიება 2013 წელსაა დაწყებული, თუმცა ჩუბინიძე მხოლოდ 5 თვის წინ დაიკითხა. რა აკეთებდა 8 წელი საგამოძიებო უწყება, ამაზე პროკურორი ამბობს, რომ დროა საჭირო

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი