
ამ წუთებში პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს პრემიერმა წარუდგინა.
"ქართული ოცნების" რჩეულად ლელა ჯანაშვილი მოიაზრება. ამასთან დაკავშირებით მან დღეს "მთავარ არხს" უთხრა, რომ არ იცის, რის გამო გაჩნდა ეს მოსაზრება და ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებთან კომუნიკაცია არ აქვს.
პროცესს უნდობლობას უცხადებს არასამთავრობო სექტორი და ომბუდსმენი. მათი აზრით, წარდგენილ კანდიდატებს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ.
გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ახალ თანამდებობებზე კანდიდატები მინიმუმ მანამდე არ უნდა დაინიშნონ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
ამავე თემაზე: