"საშიში მდგომარეობაა, სროლები იყო... ყოველ წუთს შეიძლება დაიწყოს" | უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხრეთით, მარიუპოლის მიმართულებით ამ დროისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ფართომასშტაბიანი სროლები იყო დონეცკის აეროპორტის მახლობლად.

მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის ხელისუფლებამ 2 მილიონამდე სამხედრო შემადგენლობით ტერიტორიული ბრიგადები ჩამოაყალიბა.

უკრაინაში მყოფი ქათველი სამხედრო, ვანო ნადირაძე "მთავარ არხთან" ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, ნებისმიერ წუთს დაიწყოს.

"ყველაზე საშიში მდგომარეობაა, აზოვის ზღვის მთლიანი ბლოკირება უნდათ, რომ ყირიმისკენ გაიჭრნენ. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მაგათი დავალება ეგ არის. სროლები იყო დონეცკის აეროპორტთან, ვადინოისში, შიროკინოში და გნუტოვოსში. სპეციალური ინსტრუქციები გაცემულია, მზადყოფნაშია უკრაინის შეიარაღებული ძალები. ყველა ბრიგადას, სამსახურს შესაბამისი ინსტრუქცია აქვს ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ. ბლოკირება მოახდინეს შავი ზღვის პორტების, ოდესა და აზოვის ზღვა მარიუპოლის მიმართულებით. რაც ინფორმაცია გვაქვს, ყველა წუთს შეიძლება დაიწყოს. დისლოკაცია, მობილიზება ლოჯისტიკა უკვე დაასრულეს საზღვრებთან", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე.  

ამერიკის დაზვერვის უახლესი ცნობებით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ნებისმიერ წუთს შეიჭრას.  შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრიტანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.

ამავე თემაზე:

"წინა ხაზზე ვართ... თუ წამოვლენ შეტევაზე, კონტრშეტევაზე გადავალთ" - უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველი მაიორი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი