
უკრაინა 2014 წლის შემდეგ უძლიერეს ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო პოზიციაზეა და მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დმიტრო კულებას თქმით, დიპლომატების მუშაობის წყალობით მომზადდა ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების პაკეტი, რაც ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთის ფედერაციისთვის და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.
"უკრაინის პოზიცია ყველაზე ძლიერია 2014 წლის შემდეგ ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენი ინიციატივით და ჩვენი მუშაობის წყალობით, პარტნიორებმა ევროკავშირში და შეერთებულ შტატებში დაასრულეს სანქციების პაკეტის ფორმირება", - განაცხადა მინისტრმა უკრაინულ მედიასთან საუბარში
იხილეთ ასევე: