კულებას ინფორმაციით, მომავალ კვირაში უკრაინაში, გერმანიის კანცლერი ჩავა

გამოქვეყნდა:

უკრაინა 2014 წლის შემდეგ უძლიერეს ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო პოზიციაზეა და მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დმიტრო კულებას თქმით, დიპლომატების მუშაობის წყალობით მომზადდა ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების პაკეტი, რაც ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთის ფედერაციისთვის და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.

"უკრაინის პოზიცია ყველაზე ძლიერია 2014 წლის შემდეგ ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენი ინიციატივით და ჩვენი მუშაობის წყალობით, პარტნიორებმა ევროკავშირში და შეერთებულ შტატებში დაასრულეს სანქციების პაკეტის ფორმირება", - განაცხადა მინისტრმა უკრაინულ მედიასთან საუბარში

უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, მომავალ კვირას კიდევ გაგრძელდება უცხოელი მაღალჩინოსნებისა და მსოფლიო ლიდერების ინტენსიური ვიზიტები უკრაინაში.

"გერმანიის კანცლერი, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ. სატელეფონო საუბრები ყოველდღიურად მიმდინარეობს", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა ტელეფონით. გარდა ამისა, უკრაინის თემაზე საუბარი შედგა აშშ-რუსეთის პრეზიდენტებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი