საქართველოში დატრიალებულ ამბებამდე, არავის სჯეროდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა შესაძლებელი იყო - ლიეტუვის პრემიერი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის პრემიერმინისტრმა რადიო "თავისუფლებასთან" ვრცელ ინტერვიუში უკრაინის კრიზისზე ისაუბრა და პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომთან გაავლო. 

მის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს არც მაშინ სჯეროდათ, რომ 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა შესაძლებელი იყო. 

ლიეტუვის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმა "საბჭოთა კავშირი 2-ის" შექმნაა. 

"10-12 წლის წინ საქართველოში დატრიალებულ ამბებამდე სინამდვილეში არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო დღისით მზისით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა. ჩვენ ყველა პარტნიორს ვაფრთხილებდით. ნახეთ, ეს სერიოზული ცვლილებებია-თქო. შეიძლება ასე იყო ყოველთვის, უბრალოდ ჩვენ  ძალიან ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, თუ როგორ ხედავდა კრემლი მსოფლიოს. ასეთია მათი ამბიცია - მე ამას ვუწოდებ "საბჭოთა კავშირი 2-ის" აღდგენისკენ მიმართულ ამბიციებს. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა შესაძლოა, თქვას, რომ ეს უფრო რუსეთის იმპერიალიზმისკენ მიმართული ამბიციებია. ეს ამბიციები რეალურია და შესაძლოა მსგავსი რამ დღისით, მზისით მოხდეს. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ამის აღქმა დაიწყო ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოჰყვა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლოა, შექმნილ ვითარებას ჯერ კიდევ ბლეფად აღიქვამდეს", - ამბობს ლიეტუვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა შიმონიტე.

 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი