ეუთოს სადამკვირვებლო მისია დონბასის ტერიტორიას ტოვებს

გამოქვეყნდა:

ეუთოს სადამკვირვებლო მისია დონბასის ტერიტორიას ტოვებს - ამერიკელი, ბრიტანელი და დანიელი მშვიდობისმყოფელები ანექსირებული დონბასიდან უახლოეს საათებში გავლენ.

პარალელურად შეერთებული შტატები მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების გამო, უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ კვლავ მოუწოდებს.

ისევ რთულია ვითარება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, სადაც აგრესორმა სამხედრო ძალების მობილიზება თითქმის დაასრულა. სახმელეთო საზღვრის პარალელურად, კრემლმა შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ფლოტის 30-მდე სამხედრო გემიც შეიყვანა.

ძლიერდება უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები დასავლეთის მხრიდან. 

ამავე თემაზე:

რუსული ვერტმფრენები უკრაინის საზღვრებს კვეთენ | რადას დეპუტატის ინფორმაციით, ხვალიდან უკრაინაში საჰაერო მიმოსვლა შეწყდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი