ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინასთან დაკავშირებით სკანდალის შემდეგ დუმილს არღვევს. BBC-სთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ურჩევნია გამოტოვოს მომავალი ჩოგბურთის თასები, ვიდრე აიძულონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს.

ჯოკოვიჩის თქმით, არ სურს ანტივაქსერულ მოძრაობასთან იყოს ასოცირებული, მაგრამ მხარს უჭერს ინდივიდუალური არჩევანის უფლებას.

ჯოკოვიჩს ჰკითხეს, გაწირავდა თუ არა ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობას, როგორიცაა უიმბლდონი და საფრანგეთის ღია პირველობა ვაქცინაზე მისი პოზიციის გამო.

"დიახ, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც მე მზად ვარ", - თქვა მან.

გასულ თვეში ჯოკოვიჩი, რომელიც ნომერ პირველი ჩოგანია ავსტრალიიდან გააძევეს. მას ვიზის გაუქმებასთან დაკავშირების სასამართლო დავა წააგო.

"მე არასდროს ვყოფილვარ ვაქცინების წინააღმდეგი, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი თავისუფლებას, აირჩიო რას უშვებ შენ სხეულში", - უთხრა მან BBC-ს და დაადასტურა, რომ ბავშვობაში აცრები გაკეთებული აქვს.

ჯოკოვიჩი იმედოვნებს, რომ გარკვეულ ტურნირებზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოთხოვნები შეიცვლება და იმედოვნებს, რომ მას "კიდევ მრავალი წელი შეეძლება ითამაშოს". მისი თქმით, მზად იყო უარი ეთქვა სტატისტიკურად ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი გამხდარიყო, კითხვაზე თუ რატომ, მან უპასუხა:

"რადგან ჩემს სხეულზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული ან სხვა რამ. ვცდილობ ვიყო ჩემს სხეულთან შეძლებისდაგვარად ჰარმონიაში."

ჯოკოვიჩი ღრმად ერთგული ლიბერტარიანი, რომელსაც მტკიცედ სწამს ინდივიდუალური ავტონომიის - წერს სტატიის ავტორი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი