უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედროების შემცირების ნიშნები არ გვინახავს - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა ინფორმაციას უკრაინის საზღვრიდან რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილას დაბრუნების თაობაზე და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას ჯერ არ უნახავს ნიშნები რუსი სამხედროების ნაწილის მუდმივ მდებარეობებზე დაბრუნების. 

„ამჟამად ჩვენ არ გვინახავს არ გვინახავს უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედროების შემცირების ნიშნები. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ თვალყურის დევნებას და ყურადღებით დავაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი." - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამხედრო წვრთნების დასრულების მოახლოების პარალელურად სამხედრო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დასაბრუნებლად ემზადებიან.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი