NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავენ​ - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

​NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე შეხვედრას გამართავენ და ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას დაუდასტურებენ.

​"მოკავშირეები შეთანხმდით, რომ ნებისმიერი აგრესია რუსეთს ძვირად დაუჯდება. NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს გამართავენ. ამასთან, ჩვენი წარმომადგენლები ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ",- თქვა იენს სტოლტენბერგმა

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი