ჯარების გაყვანაზე განცხადებებს არ ვადასტურებთ... უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა კვლავ მაღალია - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ჯერჯერობით არ ადასტურებს რუსეთის ინფორმაციას, რომ უკრაინის საზღვრებიდან მათ ჯარი გაიყვანეს. მისი თქმით, რუსეთს იქ 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა კვლავ მაღალია.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბელარუსში წვრთნების შემდეგ, სამხედროების ნაწილის გაყვანას იწყებენ, თუმცა NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების შემცირების ნიშანი არ ჩანს. 

14 თებერვალს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეიჭრას.

თეთრ სახლში ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.

12 თებერვალს ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა, თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთს "მძიმე საფასურს" დააკისრებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი