ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა - ზელენსკის მიმართვა უკრაინას

გამოქვეყნდა:

უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღე მიულოცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც უკრაინელების ერთიანობა და დღეს ყველას ერთი სურვილი აერთიანებს - სამშობლოში მშვიდობიანი ცხოვრება.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი ერთიანობის დღეა. ჩვენ ერთიანები ვართ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებისა, ასაკისა და პროფესიისა. ჩვენ ყველაზე დიდი სურვილი გვაერთიანებს და ეს არის ჩვენ სამშობლოში მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება. ჩვენ ამის უფლება გვაქვს, რადგან ჩვენ სახლში, ჩვენ უკრაინაში ვართ. ვერავინ ვერ შეიყვარებს ჩვენ სამშობლოს ისე, როგორც ჩვენ, ვერავინ ვერ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა. ერთიანობის დღეს გილოცავთ, ჩვენ ერთად ვართ", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღე მიულოცა რადას თავმჯდომარემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის ერთიანობა რუსეთიდან მომავალი აგრესიის პასუხია. მისი თქმით, აგრესორს პანიკის დათესვა და უკრაინის დაქუცმაცება სურდა, თუმცა ძლიერი უკრაინა მიიღო, რომელიც ნებისმიერს ვინც შეიჭრება, პასუხს გასცემს.

ცნობსთვის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას თავს 16 თებერვალს დაესხმება. მან სწორედ ამ დღისთვის მოუწოდა მოქალაქეებს გაერთიანდნენ, გადმოფინონ დროშები, იყოს მშვიდობიანი მსვლელობა, გაჟღერდეს ჰიმნი. ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი