კიბერთავდასხმა სავარაუდოდ რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელდა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

გამოქვეყნდა:

კიბერთავდასხმა უკრაინის სახელმწიფო რესურსებზე უცხოური, სავარაუდოდ რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილია ვიტიუკმა გააკეთა.

მისი თქმით, კონკრეტულ დამნაშავეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ასეთი შემთხვევების დროს, მათ იდენტიფიცირებას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება.

უკრაინაში აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის კიბერთავდასხმების უკან სწორედ სპეცსამსახურები დგანან:

„ინდივიდუალურ ჰაკერს ან ჰაკერთა ჯგუფს არ შეუძლია დახარჯოს ასეთი თანხები, მოგვიანებით რაიმე მატერიალური სარგებლის მიღების გარეშე. ასეთ თავდასხმებს ყოველთვის ახორციელებენ სახელმწიფოები მათი სპეცსამსახურების ან მათ მიერ შექმნილი ჰაკერული კრიმინალური გაერთიანებების მეშვეობით. ამიტომ, ჩვენ ნათლად ვხედავთ კვალს. აქ უცხოური სპეცსამსახურების...

დღეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დაინტერესებულია უკრაინის წინააღმდეგ ასეთი  დარტყმით, ეს არის რუსეთი, მაგრამ ეს დადგინდება შესაბამისი გამოძიების ფარგლებში“ - განმარტა მან.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 361-ე (ელექტრონული კომპიუტერების (კომპიუტერების), ავტომატური სისტემების, კომპიუტერული ქსელების ან სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობაში არასანქცირებული ჩარევა; და 363 (1) (ელექტრონული კომპიუტერების (კომპიუტერების), ავტომატური სისტემების, კომპიუტერული ქსელების ან სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობაში ჩარევა სატელეკომუნიკაციო შეტყობინებების მასობრივი გავრცელების გზით) მუხლებით.

ქვეყნის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის ინფორმაციით, 15 თებერვლის კიბერშეტევა, ყველაზე მასშტაბური იყო უკრაინის ისტორიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი