ფოთში, ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ქალს ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ბრალდებულის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ახლა დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ადვოკატის თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს.

პოლიციის მთავარი მოწმე ხელოსანია, რომელმაც ახალშობილის ცხედარი საკანალიზაციო მილში იპოვა. ერთ-ერთი ვერსიით ოჯახი ჩვილის გაშვილებას გეგმავდა, თუმცა ნაადრევმა მშობიარობამ ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

პროკურატურის ვერსიით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. უწყება ქალისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი