მე თავად ვიყავი ჯარისკაცი და კარგად ვიცი, ასეთ რამეს ტყუილ-უბრალოდ არავინ აკეთებს - ლოიდ ოსტინი რუსეთის გეგმებზე

გამოქვეყნდა:

მე თავად ვიყავი ჯარისკაცი არცთუ დიდი ხნის წინ და კარგად ვიცი რომ ასეთ რამეს ტყუილ-უბრალოდ არავინ აკეთებს, მითუმეტეს როდესაც გეგმაში სახლში წასვლა აქვს - აცხადებს აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

აშშ-ში ვარაუდობენ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის რუსეთი პროვოკაციას მოაწყობს და საბაბად გამოიყენებს. დასავლეთში არც იმის სჯერათ, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობა შეამცირა და ამბობენ, რომ რეალობა სულ სხვაა:  

"რუსები ამბობენ, რომ ახლა ჯარების გაყვანას იწყებენ, რადგან წვრთნები დასრულდა, მაგრამ ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ისინი იმ 150 000 ჯარისკაცს, რომლებიც იქ ჰყავთ, კიდევ უფრო მეტს ამატებენ და ეს ბოლო 2 დღეში მოხდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯარები უფრო ახლოს მიდიან საზღვართან. საჰაერო მანევრებსაც ვადევნებთ თვალყურს და იმასაც, რომ შავ ზღვაზე მზადყოფნის რეჟიმში მოდიან.

მე თავად ვიყავი ჯარისკაცი არცთუ დიდი ხნის წინ და კარგად ვიცი რომ ასეთ რამეს ტყუილ-უბრალოდ არავინ აკეთებს, მითუმეტეს როდესაც გეგმაში სახლში წასვლა აქვს. ამიტომ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ფხიზლად ვიქნებით და დავაკვირდებით პროვოკაციას რომელსაც რუსეთი ალბათ შეჭრის გასასამართლებლად გამოიყენებს" ამბობს აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.  

ჩემი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში შეიჭრება - ეს განცხადება კი აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა.

რუსეთი ცდილობს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბი შექმნას - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ოფიციალური მონაცემებით რუსეთმა დღეს, 17 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 34-ჯერ დაარღვია. დაშავებულია 2 უკრაინელი ჯარისკაცი და 2 სამოქალაქო პირი.

რუსებმა ლუგანსკში დღეს საბავშვო ბაღი დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი