"ეს რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა, დეზინფორმაციით დაფაროს, რომ აგრესორია" | სახდეპის წარმომადგენელი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე 

გამოქვეყნდა:

"განცხადება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერიტორიებიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, "მოსკოვის ცინიკური ნაბიჯია" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა. 

The guardian წერს, რომ ოფიციალური პირების ცნობით, არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა გეგმავს თავდასხმას რეგიონში, არ არსებობს. 

"მსგავსი განცხადებები არის კიდევ ერთი მცდელობა, ტყუილითა და დეზინფორმაციით დაფაროს, რომ რუსეთი არის აგრესორი ამ კონფლიქტში. ასევე, ცინიკური და სასტიკია ადამიანების, როგორც პაიკებად გამოყენება, რათა მსოფლიო ყურადღება გადაიტანოს იმ ფაქტისგან, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ძალების თავდასხმისთვის მზადებას. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა გეგმავს თავდასხმას რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საპირისპირო პრეტენზია აქვს",- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტსი წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა დღეიდან მოსახლეობის მასშტაბური ცენტრალიზებული ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. 

დონეცკის შემდეგ ევკუაცია ლუგანსკის სეპარატისტულმა რეჟიმმაც გამოაცხადა. ევაკუაციასთან დაკავშირებით, კრემლში ამტკიცებენ, რომ არაფერი იციან. 

ამავე თემაე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი