რუსეთს უკრაინასა და მის მახლობლად, სავარაუდოდ, 190 000-მდე სამხედრო ჰყავს - მაიკლ კარპენტერი

გამოქვეყნდა:

ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე თავდასხმების "დრამატული ზრდა" დაფიქსირდა - ინფორმაციას The guardian ავრცელებს. 

"ეუთოს ცნობით, ხუთშაბათს დონეცკის რეგიონში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 222 დარღვევა, მათ შორის 135 აფეთქება, წინა დღეს 189 და სამშაბათს 24. ლუგანსკის რეგიონში მასში 648 დარღვევაა, მათ შორის 519 აფეთქება, წინა დღეს 402 და სამშაბათს 129", - ვკითხულობთ ეუთო-ს განცხადებაში. 

ამასთანავე, CNN-ის ცნობით, ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ შეინიშნება რუსული სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება უკრაინის მახლობლად ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

„რუსეთმა სავარაუდოდ 169 000-190 000 პერსონალი დააგროვა უკრაინაში და მის მახლობლად, 30 იანვარს დაახლოებით 100 000 ჰყავდა“, - თქვა მაიკლ კარპენტერმა ეუთოს სხდომაზე.

 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი