
უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე პირდაპირ პასუხებს ელის - განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად არ არის აუცილებელი მუდმივად რუსეთის შესაძლო შემოჭრის თარიღებზე საუბარი:
"იმისთვის, რომ რეალურად დაეხმაროთ უკრაინას, თქვენ არ გჭირდებათ მუდმივად ისაუბროთ შესაძლო შემოჭრის თარიღებზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალს, 1 მარტს და 31 დეკემბერს. სხვა თარიღები უფრო გვჭირდება და ეს ყველას ესმის მშვენივრად" - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: