პენიტენციურმა მიიღოს ყველა ზომა, რაც აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად - სასამართლო მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

სასამართლოს კოლეგიამ მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაავალა, რომ მიიღოს ყველა ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა დამოუკიდებელ მედიკოსებზე, მათ შორის მესამე პრეზიდენტის პირად ექიმსა და ცენტრ ემპათიას ჩართულობაზე არაფერი უთქვამთ. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება, მიიღოს ყველა ის ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად და სასამართლო ამავდროულად ითხოვს, რომ შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინოს თავად სასამართლოს, აი ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხორციელდებოდა მისი ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ყველა ღონისძიებებთან დაკავშირებით სასამართლო მოითხოვს ინფორმაციას", - თქვა ნინო ელიეშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მისი პირადი ექიმი ვერ ახერხებს. ადეკვატური სამედიცინო მომსახურება მესამე პრეზიდენტმაც და მისმა უფლებადამცველებმაც არაერთხელ მოითხოვეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი