
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა, ხვალ კი ვაშინგტონში მას პირადად შეხვდება.
მათი საუბრის მთავარი თემა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაა.
"სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვესაუბრე ენტონი ბლინკენს. ჩვენი ხვალინდელი შეხვედრის წინ ვაშინგტონში. ძირითადი თემა: სანქციებია. მე ხაზი გავუსვი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობას მისი უკანონო ქმედებების საპასუხოდ",- წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
ამის შემდეგ კი ამერიკა მიიღებს შემდეგ ზომებს, რათა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევის გამო.