EU და მისი პარტნიორები რეაგირებას მოახდენენ ერთიანობით, სიმტკიცითა და სოლიდარობით - მიშელი რუსეთზე

გამოქვეყნდა:

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირი და მისი პარტნიორები სიმტკიცით და სოლიდარობით რეაგირებას მოახდნენ.

"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება, საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევაა, ევროკავშირი და მისი პარტნიორები რეაგირებას მოახდენენ ერთიანობით, სიმტკიცითა და სოლიდარობით", - წერს შარლ მიშელი. 

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთ დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი