დროა გადავხედოთ EU-ს სტრატეგიას რუსეთთან მიმართებით და უკრაინის ინტეგრაცია დაჩქარდეს - ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი წერს, რომ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ევროკავშირის ძლიერ რეაგირებას მოითხოვს. მისი განცხადებთ, პირველ რიგში, ამას დამატებითი სანქციები და საერთაშორისო დაგმობა უნდა მოჰყვეს.

"დროა არა მხოლოდ ევროკავშირის სტრატეგიას გადავხედოთ რუსეთთან მიმართებაში არამედ აუცილებლად დაჩქარდეს უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში", - წერს აუსტრევიჩუსი.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთ დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი